რუდიგერს 3 კლუბი ეპატიჟება
„ალ იტიჰადი“, „ალ ნასრი“ და „ალ ჰილალი“ მადრიდის „რეალის“ დაცვის ლიდერის წაყვანაზე მუშაობენ.
ანტონიო რუდიგერს მადრიდის „რეალთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, საუდის არაბეთის წარმომადგენლობას კი სურს, რომ პროცესები დააჩქაროს და გერმანელი ამ ზაფხულს დაიმატოს.
რუდიგერი ამ ეტაპზე ტრავმის მკურნალობის პროცესშია და მის მიზანს მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე თამაში წარმოადგენს.
ამის პარერალურად, ანტონიოს მოხიბვლას მაღალი ხელფასით, საოცარი საკონტრაქტო პირობებით და წარმატებული პროექტებით ცდილობენ.
„მარკას“ ინფორმაციით, მსგავსი აქტივობების შესახებ ცნობები ფლორენტინო პერესსაც აქვს და ფეხბურთელთან დამატებით 1 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.
რუდიგერის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ „რეალი“ მის გაშვებას არ დათანხმდება, ვერცერთი კლუბი ვერ შეძლებს პროცესების წარმატებამდე მიყვანას, სწორედ ამიტომ, სამეფო კლუბი სიმშვიდის შენარჩუნების საფუძველს ნამდვილად ხედავს.
- 2 ივნისი 2025
- 1 088
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.