სტილერი „შტუტგარტს“ „რეალში“ გაშვებას თხოვს
მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნახევარდაცვის რგოლის გასაძლიერებლად ანჯელო სტილერია.
გერმანელი ფეხბურთელი მოქმედებაზე თავად გავიდა და „შტუტგარტს“ „რეალში“ გაშვებას თხოვს.
აღსანიშნავია, ფეხბურთელსა და გერმანულ კლუბს შორის დადებულ კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც, ანჯელოს გამოსასყიდი ფასი 2026 წლიდან 36 მილიონ ევრომდე მცირდება.
ამ შემთხვევაში დრო არ იცდის, სწორედ ამიტომ, „რეალი“ 2026 წელს ვერ დაელოდება და ტრანსფერის დახურვას ამ ზაფხულს შეეცდება.
სტილერი „შტუტგარტს“ მოუწოდებს, რომ „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებები აწარმოოს და დაახლოებით 50 მილიონი ევროს ფარგლებში შეთანხმდეს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- 2 ივნისი 2025
- 805
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.