ჩაბი 4-3-3 სისტემასაც განიხილავს

ჩაბი ალონსო მადრიდის „რეალში“ სერიოზული ცვლილებების განხორცილებას გეგმავს, მაგრამ ერთ-ერთ ვარიანტად 4-3-3 სქემასაც განიხილავს.

თუმცა ეს არ იქნება ტიპიური 4-3-3 და ფლანგის მცველებს ძალიან დიდი როლი დაეკისრებათ.

ალონსოს სურს, რომ ფლანგის მცველების შეტევაში მოძრაობის დროს, ცენტრალურმა ნახევარმცველებმა დაცვის ცენტრის გამაგრება შეძლონ და შესაბამისად, მარცხენა და მარჯვენა ცენტრალურ მცველებს ფლანგების გაკონტროლება დაევალოთ.

ალონსოს აზრით, „რეალის“ რესურსი იძლევა არაერთი ინტერპრეტაციის საშუალებას.

ასევე მნიშვნელოვანია ედერ მილიტაოს და ანტონიო რუდიგერის სისწრაფის ფაქტორი, რაც მათ საშუალებას აძლევთ, ფლანგის მცველები ეფექტურად დააზღვიონ.

ბასკი სპეციალისტი აქტიურ რეჟიმში მუშაობას უკვე შეუდგა, ზაფხული კი ნამდვილად საინტერესო იქნება.


1

2 ივნისი 2025 12:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 441

როდის იქნება ალონსოს  გუნდის 1 ლი ვარჯიში?


2

2 ივნისი 2025 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 117

4-3-3 მოითხოვს კარგ ფორვარდს, გიოკერე იდეალური ვარიანტია ამისთვის. 3-5-2 შემთხვევაში კიდე შეიძლება ვინი მბაპეს წინ გაშვება მარა ეს ვინი არაა ფორვარდი, ვინგერია ფლანგის მცველების აწიოკების პერსპექტივით, ასე რომ 4-3-3 თავისი ფორვარდით და მბაპე მარჯვნიდან ყველაზე კაი ვარიანტი მგონია


3

3 ივნისი 2025 02:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 232

რუდიგერის სისწრაფე სად დაინახა ამ კაცმა, მილიტაო როგორ დაბრუნდება ეგ კიდევ არავინ იცის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (211)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)