Marca - „რეალს“ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდელის ბერნაბეუზე გადაყვანა სურს!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი „პსჟ“-ს ნახევარდაცვის ლიდერს გამადიდებელი შუშით აკვირდება.

სამეფო კლუბის ინტერესის არეალში ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი - ვიტინია მოექცა, რომელსაც წელს საოცარი სეზონი ჰქონდა.

მადრიდში მიიჩნევენ, რომ ვიტინიას კროოსის სტილის პასი და მოდრიჩის სტილის ბურთის კონტროლის მანერა აქვს, „რეალში“ კი ეს კომპონენტი ახლა ძალიან საჭიროა.

„ბლანკოსი“ არაერთი ნახევარმცველის მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ანჯელო სტილერის, როდრის და ვიტინიას.

ჩაბი ალონსო მიიჩნევს, რომ გუნდს არამხოლოდ დაცვის რგოლში, არამედ ნახევარდაცვაშიც ძალიან ესაჭიროება გაძლიერება.


1

1 ივნისი 2025 13:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 127

ვიტინია კარგია აი ის არი საკითხავი როგორ გამოგვატანენ


2

1 ივნისი 2025 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 493

შანსი ნოლი


3

1 ივნისი 2025 14:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 20

shtileri moikvanet shtileri tqve sirebo vinebsaa ro dazdevt 



4

1 ივნისი 2025 19:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847

არ გამოუშვებენ და არამგონია თვითონაც წამოვიდეს... გუშინ მოიგეს ლიგა ბოლო-ბოლო... პსჟ-დან ვინმეს წამოყვანა ხო საერთოდ ზოგადად ძნელია ყველას კარგი ხელფასი აქვს...


სტილერი მოიყვანონ ისევ და ტეო თუ მართლა არაბეთში აპირებს წაავლას გადმოიყვანონ 2 წლით მაინც, სანამ ახლწბი მოიხოდებიან, მეტი ნაღდად აღარავინ გვინდა ამ ეტაპზე უამრავი ახალგაზრდობა გვყავს და გამოყენებაა საჭირო (როდრიგო რჩებაო)


5

2 ივნისი 2025 00:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 221

ადრეც ვთქვი და გავმეორდები: რეალში ან ბარსაში რომ თამაშობდეს ვიტინია "გადაჭარბებული შეფასება ექნება" მაგრამ ამეტაპზე  დაუფასებელი მიმაჩნია.

სტილით მოდრიჩივით დაატარებს ბურთს სვლაში, და ინიესტას რბილ გამომცხვარ გამჭოლ პასებს დებს. (მათ დონეს არ ვადრი, სათამაშო სტილს ვამსგავსებ)

ჩუამენი კამავინგები, თავისი ბოდიბილგერული აღნაგობით კარგია მაგრამ თუგინდა ბურთი დაუმალო მეტოქეს ბაკავიკი და კუბიკზე მეტად ბურთთან სინთეზია საჭირო და მასთან რბილი მოპყრობა, რაც გვინახია ისტორიაში არაერთი უკვე.

ამ ბიჭს კიდე არავინ გამოუშვებს, ლუის ენრიკემ მსგავსი მოთამაშეების ფასი კარგად იცის.


6

2 ივნისი 2025 01:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 847
2 ივნისი 2025 00:19, Kavkaz says:

ადრეც ვთქვი და გავმეორდები: რეალში ან ბარსაში რომ თამაშობდეს ვიტინია "გადაჭარბებული შეფასება ექნება" მაგრამ ამეტაპზე  დაუფასებელი მიმაჩნია.

სტილით მოდრიჩივით დაატარებს ბურთს სვლაში, და ინიესტას რბილ გამომცხვარ გამჭოლ პასებს დებს. (მათ დონეს არ ვადრი, სათამაშო სტილს ვამსგავსებ)

ჩუამენი კამავინგები, თავისი ბოდიბილგერული აღნაგობით კარგია მაგრამ თუგინდა ბურთი დაუმალო მეტოქეს ბაკავიკი და კუბიკზე მეტად ბურთთან სინთეზია საჭირო და მასთან რბილი მოპყრობა, რაც გვინახია ისტორიაში არაერთი უკვე.

ამ ბიჭს კიდე არავინ გამოუშვებს, ლუის ენრიკემ მსგავსი მოთამაშეების ფასი კარგად იცის.

მართალი ხარ, ლობოტკას დათრევა უნდათო და ეგეც თუ დაითირეს ლობოტკა-ვიტინია კაი ტანდემი იქნება, როგორც მენდეში-ჰაკიმი. (ლობოტკამაც იცის ბურთთან მობყრობა ასე რომ ვთქვათ)

ისე ოსიმენი რო დაეთრიათ... კვარა-ოსიმენი-დემბელე საინტერესო იქნებოდა... დორტმუნდიდან იმის წაყვანას ფუ სახელი დამავიწყდა... ისევ დუეს მისცენ შანსი მშვენიერი ბიჭია.


7

2 ივნისი 2025 01:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 232

კამავინგას მისცენ მეტი დრო, ბურთთანაც შენობით არის და ხედვაც კარგი აქვს, საყრდენზეც იდეალურია, ხიშნიკივით არის. ცხრიანი გვჭირდება სკამიდან შემომსვლელი რომელიც მაღალ ბურთებზე იბრძოლებს და გუნდი დაბალანსდება იდეალურად. 


8

2 ივნისი 2025 02:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

ვიტინიას ჯერ კიდევ როდის ვიძახდი რეალში. მაგრამ შანსი ნოლია პსჟ არ გაუშვებს. ეხლა გვიანაა 


9

2 ივნისი 2025 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 515

ვიტინია არა მანძუკიჩი.....რას არ მოიგონებენ ხოლმე???))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ალვარო გარსია 1
2 იამალი 1
3 დე ფრუტოსი 1
4 რაფინია 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (211)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)