როდრიგომ დარჩენის სურვილი გამოთქვა

ესპანური გამოცემების ცნობით, როდრიგო გოეში ჩაბი ალონსოს შეხვდა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „მერენგების“ სადარაჯოზე დარჩენის სურვილი გამოთქვა. თუ ის ჩაბი ალონსოს გეგმებში შედის, გოეში მზად არის, ბერნაბეუზე კვლავ ითამაშოს.

ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ბრაზილიელს წინა კვირებში ჰქონდა, ნამდვილად არ იყო საუკეთესო, თუმცა სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.

თუ ალონსო როდრიგოს დატოვებას არ გადაწყვეტს, მადრიდის „რეალი“ მას „სიტიში“ ან „არსენალში“ გაყიდის და საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს.

არსებული ცნობით, „ბლანკოსს“ 110 და 130 მილიონიანი წინადადებები აქვს.


1

1 ივნისი 2025 15:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 531

რა 130 მილიონი ალბათ მარტო მე ვერ ვხვდები ამ ფეხბურთელის გენიალურობას თავისი 1 გოლით 25 თამაშში 


2

2 ივნისი 2025 01:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 325

წავიდეს ორივე მხარისთვის უკეთესი იქნება, ნუ რეალიდან წასვლა რამდენად კარგია თქვენ განსაზღვრეთ მაგრამ როცა ერთერთი საუკეთესო მარცხენა ვინგერი ხარ, სჯობს დომინანტ გუნდში გადაბარგდე სადაც შენი მოთხოვნები გათვალისწინდება ვიდრე უჩვეულო ფორმაციაში ჩაკარგული იყო, და ზოგჯერ გამოანათო. 

მასტარტუონო მოიყვანეთ საოცარი ტალანტია, მაგან თუ პროგრესი გააგრძელა აიკლებს ყველას, თან მარჯვენა შემტევია მარცხენა ფეხით. ბურთის საოცარი ფლობით,  იმ ქარიზმით გამოირჩევა და სილამაზით რასაც "ძველი ფეხბურთის" სენტიმენტებთან ასოცირდება. არანაირი რაღაც ჩარჩოებში  და ტაქტიკაში გამომწყვდეული, მიდის ცენტრიდან ურტყამენ ფეხებში და დრიბლინგს და ხალხის მოტყუებას არუშინდება (თან გამოსდის)


3

2 ივნისი 2025 01:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 276

ხალხს დაავიწყდა უკვე რომ ერთი თასი პირადად როდრიგომ დადო.


4

2 ივნისი 2025 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 628

ძალიან მოუკლო როდრიგომ და თუ არ მოუმატა,ჯობია გაყიდონ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 10
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (208)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)