რაული „ლაიფციგის“ ხელმძღვანელობას შეხვდა
რაულ გონსალეს ბლანკო „ლაიფციგის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. ესპანელი სპეციალისტის მიმართ გერმანული კლუბის დაინტერესება დიდია.
არსებული ინფორმაციით, მხარეებმა საკონტრაქტო დეტალები შეათანხმეს. რაული მზად არის, ახალი გამოწვევა მიიღოს და ბუნდესლიგის გუნდს წინსვლაში დაეხმაროს.
გონსალეს ბლანკოსთან კავშირზეა იურგენ კლოპი, რომელიც „რედ ბულში“ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და „ლაიფციგის“ განვითარებაზეც ზრუნავს.
ესპანური გამოცემების ცნობით, გონსალეს ბლანკომ „ლაიფციგში“ რამდენიმე კანტერანოს იჯარით წაყვანაც ითხოვა.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- 1 ივნისი 2025
- 453
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.