„რეალმა“ „ლივერპულს“ 5 მილიონი გადაუხადა
იმისთვის, რომ „ლივერპულს“ ტრენტ ალექსანდერ არნოლდი „რეალში“ 30 ივნისამდე გაეშვა, ფლორენტინო პერესმა 5 მილიონი ევრო გაიღო.
სხვანაირად გუნდები ვერ შეთანხმდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ტრენტი უკვე თავისუფალია, „ლივერპული“ მას არ უშვებდა.
ფლორენტინო პერესი ალექსანდერ არნოლდის ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, სწორედ ამიტომ, მან 5 მილიონი გაიღო.
„რეალი“ არნოლდს მალე წარადგენს და ინგლისელიც ვარჯიშს შეუდგება.
ჩაბი ალონსოს უკვე აქვს გარანტია იმისა, რომ დაცვის მარვვენა ფლანგს საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელით გააძლიერებს და გუნდს დანიელ კარვახალის არყოფნა ასე არ დაეტყობა.
- 30 მაი 2025
- 1 843
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.