ანჩელოტი:„ვინი მეომარია, ჩვენ ბრაზილიას თავის ადგილზე დავაბრუნებთ“
კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ვინისიუს ჟუნიორზეც ბევრი ისაუბრა.
„ვინი მეომარია, მე მასში ყოველთვის ვხედავდი საოცარ შრომისუნარიანობას. ვიცი, რამდენი შეუძლია შემტევს და მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ბრაზილიის ნაკრებს თავის ადგილზე დავაბრუნებთ.“
„როდრიგო? გოეშს შანსი მივეცი და ის ძალიან გაიზარდა. რა თქმა უნდა, როდრიგო ნაკრებში მოიაზრება და მას მოუთმენლად ველით. ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის, სწორედ ამიტომ, ეროვნულ გუნდში ვერ მოხვდა.“
„ბრაზილიელები, რომლებიც მადრიდში თამაშობენ, ძალიან დიდ ძალას ქმნიან.“
„ენდრიკი? მასთან 1 წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს. ყველაფერი სწორად თუ განვითარდება, ფელიპე აუცილებლად გახდება უმაღლესი კლასის ცენტრ-ფორვარდი. ბრაზილიელს ყველაფერი აქვს წარმატების მისაღწევად.“
„მადრიდში ჩემი ყოფილი გუნდი არასდროს იქნება. „რეალი“ ჩემს გულშია. მიყვარს მადრიდის ქუჩები, ბერნაბეუს მისადგომები. ეს ისტორია სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.“
- 30 მაი 2025
- 1 505
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.