„რეალი“ კიდევ ერთ სუპერ ტრანსფერს გამოაცხადებს!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ძალიან მალე კიდევ ერთ სუპერ და მნიშვნელოვან ტრანსფერს გამოაცხადებს.
ფლორენტინო პერესი არ ჩერდება და მაქსიმალურად ცდილობს, გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაცილებით მეტი რესურსის წაიყვანოს.
საქმე ეხება ალვარო კარერასის ტრანსფერს. მადრიდული დელეგაცია უკვე გაემგზავრა ალვაროსთან შესახვედრად.
ახალგაზრდა განაპირა მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც შეთანხმება ოფიციალურად დადასტურდება.
ტრენტის მსგავსად, კარერასიც 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და „მერენგების“ სადარაჯოზე 2031 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
- 30 მაი 2025
- 3 734
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.