ახალი ტონი კროოსი „რეალში“
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ახალი ტონი კროოსის დამატებას უკვე სერიოზულად ცდილობს. საქმე ეხება ანჯელო სტილერს, რომელიც ბუნდესლიგაში იდეალურად თამაშობს და თავად ტონის რეკომენდაციაც აქვს.
სიმშვიდე, სიზუსტე, პასის უნიკალური მანერა, მოედნის ხედვა და მანევრი - ეს ყველაფერი სტილერის დადებითი მხარეებია. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ახალი თაობის ტონი კროოსს.
ფლორენტინო პერესი ფეხბურთელთან დაკავშირებით ინტენსიურად მუშაობს და ტრანსფერის რაც შეიძლება დროულად დახურვა უნდა.
სტილერის გამადრიდელებას მიესალმება ჩაბი ალონსოც. ახალი დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვაში კრეატიული ფეხბურთელის ყოლა გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
- 29 მაი 2025
- 2 592
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.