კარერასის გაოფიციალურებამდე მხოლოდ 1 ეტაპი დარჩა!
მადრიდული გამოცემების ცნობით, „რეალსა“ და „ბენფიკას“ შორის ალვარო კარერასის ტრანსფერზე შეთანხმება უკვე არსებობს, ოფიციალურ განცხადებამდე კი მხოლოდ ერთი ეტაპია დარჩენილი.
აღნიშნული ეტაპი მოიცავს მოლაპარაკებების მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც თანხას უკავშირდება.
„რეალს“ სურს, რომ სატრანსფერო თანხის 70% ახლა გადაიხადოს, ხოლო დანარჩენი 30% წლის ბოლომდე.
ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხი განხილვას არის დაქვემდებარებული.
როგორც კი მხარეები გადახდის პირობების ყველა დეტალს შეათანხმებენ, ოფიციალური განცხადება მაშინვე გაკეთდება.
- 27 მაი 2025
- 1 402
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.