ჩაბი ალონსო:„გუნდის გარდაქმნას ვგეგმავ“
ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
„მე აქ, როგორც ფეხბურთელი, საკმაოდ წარმატებული ვიყავი, შემდეგ კი მუშაობის ეტაპი ახალგაზრდებთან, რამაც ჩემი ემოციური კავშირი კიდევ უფრო გააძლიერა. თუ მთავარი გუნდის ჩაბარება მსურდა, გზა უნდა გამეკვლია და ამას კარგად ვხვდებოდი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია.“
„მადრიდი საუკეთესოა მისი ისტორიის, ტრადიციების გამო. ეს არის კლუბი, რომელიც ყოველთვის ყველაზე მაღალ სტანდარტს აწესებს.“
„როდესაც აქ მუშაობ, ყოველთვის უნდა ეცადო გაუმჯობესებას და საუკეთესოს კეთებას.“
„ფლორენტინო პერესი ამ კლუბის მთავარი ფიგურაა. ის, რაც ესპანელმა პრეზიდენტმა ამ გუნდისთვის ათწლეულების მანძილზე გააკეთა სრულიად წარმოუდგენელია და დაფასებას საჭიროებს. როდესაც მწვრთნელი ხარ და ამხელა ადამიანი დგას შენს გვერდით, უფრო ამაყი და ამბიციური ხდები.“
„ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი კლასის შემადგენლობა, მაგრამ წარმატების მისაღწევად ხანდახან მხოლოდ შემადგენლობა არ არის საკმარისი. მთავარია ტაქტიკური განწავლულობა და ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება.“
„ჩვენ უნდა ავაშენოთ მობილური გუნდი, რომელსაც შეეძლება საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება.“
„ჩემი პირველი მოთხოვნა კილიან მბაპესთან იქნება ის, რომ ითამაშოს საუკეთესო ფეხბურთი და გამოავლინოს შესაძლებლობების მაქსიმუმი. რესურსი, რომელიც ფრანგს აქვს ამოუწურავია, მას არ სჭირდება კონრეტული მითითებები, მან იცის ბურთთან ურთიერთობა.“
„დიახ, რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ასაკობრივ გუნდებში გავწვრთვენი, ახლა კასტილიას ღირსებას იცავენ. მერწმუნეთ, მე მათ მთავარ გუნდშიც მივცემ შანსს.“
„ხაკობო რამონი? ის საკმაოდ მაღალია და მეორე სართულზე იდეალურად თამაშობს, ასე იყო წლების წინაც. მიხარია, რომ ანჩელოტიმ მას შანსი მისცა.“
„სისტემაზე საუბარი ახლა არ შემიძლია. მე მაქვს გეგმები, რომელიც ეტაპობრივად უნდა განვახორციელო. ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მომიწევს.“
„მსოფლიო საკლუბო მუნდიალი ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის მოსამზადებლად მინიმალური დრო მაქვს. ვფიქრობ, პრე-სეზონზე უკვე შევძლებ იდეების განხორციელებას, რაც ვთვლი, რომ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია.“
„ჩემი მიზანი გუნდის გარდაქმნა და ისევ წარმატებულ ორბიტაზე დაბრუნებაა. ჩავარდნისგან დაზღვეული არავინ არის. ამ სეზონში „ბლანკოსი“ მოწოდების სიმაღლეზე არ მდგარა, მაგრამ წინა წლები ნამდვილად საოცარი იყო.“
„შეტევის ხაზი? როდესაც სწრაფი მოთამაშეები გყავს, აუცილებლად უნდა გაიტანო ბევრი გოლი. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები ეფექტური იქნება.“
- 27 მაი 2025
- 3 969
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.