ალონსო:„ხარისხიანი და შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ“

ჩაბი ალონსომ „რეალის“ მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა.

„ეს ჩემთვის ძალიან ემოციური დღეა. დიახ, „რეალის“ მწვრთნელი ვარ და მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, დიდი გეგმები მაქვს, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ. ეს დღე კი მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.“

„ახალი ნახევარმცველი? ყოველთვის უნდა ვეცადოთ გუნდის გაუმჯობესებას. ტრანსფერზე აუცილებლად ვიმუშავებთ.“

„ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ფანები კმაყოფილები დარჩნენ. „რეალში“ არასდროს იცვლება სტანდარტი, აქ ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ.“

„რა თქმა უნდა, ბევრი თამაში ვნახე. ანალიზი გავაკეთე და ვიცი, რა მიმართულებით უნდა ვიმუშავო იმისთვის, რომ სასურველი შედეგები მივიღოთ. არაერთი რეფორმის გატარებას ვგეგმავ.“

„მსოფლიო საკლუბო მუნდიალი ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება. ახალ სეზონამდე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“

„გუნდმა უნდა აჩვენოს ენერგია, მოტივაცია და ტაქტიკური განსწავლულობა. მე მექნება მორგებული ტაქტიკა, რომელსაც გუნდი მიბაძავს.“

„როდესაც ბურთი გაქვს, აბსოლუტურ დომინაციაზე უნდა იფიქრო, ხოლო როდესაც ბურთი არ გაქვს, მაქსიმუმი ჩადო მეტოქისთვის პრობლემების შექმნაში. თანამედროვე ფეხბურთში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.“

„რამდენიმე მოთამაშეს შევხვდი. ვამაყობ, რომ ერთად ვიმუშავებთ.“

„მწვრთნელობა ძალიან განსხვავდება ფეხბურთელობისგან, აქ ბევრი რამის განსაზღვრა გიწევს. წნეხი დიდია, მაგრამ ეს ყველაფერი გააზრებული მაქვს. ვიცი, რომ „რეალში“ მუშაობა მარტივი არ არის.“

„ლუკა მოდრიჩს კარგად ვიცნობ, ჩვენ თანაგუნდელები ვიყავით. ის, რაც ხორვატმა ფეხბურთელმა ამ გუნდისთვის გააკეთა, ნამდვილად დასაფასებელია. მჯერა, რომ ლეგენდის მომავალი ასევე წარმატებული იქნება.“

„როდესაც წინა ხაზში მბაპე და ვინისიუსი გყავს, აუცილებლად უნდა ითამაშო სწრაფი ფეხბურთი. ჩემი მიზანი სწორედ ეს იქნება.“

„როდრიგო საკმაოდ ჭკვიანი მოთამაშეა. ვფიქრობ, ბრაზილიელს მრავალმხრივი თამაში შეუძლია.“

„ჯუდ ბელინგემის ვხედავ, როგორც ნახევარმცველს და არა შემტევს. ინგლისელის მარგი ქმედების კოფიციენტი კიდევ გაიზრდება, მსაზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„შემტევების რაოდენობა? სიმართლე გითხრათ, ხარისხიან შეტევას გააზრებული ტაქტიკური მონახაზი ქმნის და არა შემტევების რაოდენობა.“

„დაცვაში მწყობრ თამაშს ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრაში აქვს გადამწყვეტი ფაქტორი. ამ რგოლზე ბევრს ვიმუშავებთ.“


1

26 მაი 2025 17:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 417

დაენძრა ჯუდს


2

27 მაი 2025 13:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 14
26 მაი 2025 17:53, REZY says:

დაენძრა ჯუდს

sseriozuli samushao eqneba centrshi

centralur naxevarmcvelze araferi ismis da mouwevs juds magis shetavseba 

shtileri mosayvania da araferi ismis imis mere kroosma ro shestavaza kidva

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (16)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)