რამოსი მადრიდში მოდრიჩის გამო ჩავიდა
სერხიო რამოსმა დიდი გზა გაიარა მექსიკიდან ესპანეთამდე იმისთვის, რომ ლუკა მოდრიჩის და კარლო ანჩელოტის გამოსამშვიდობებელ საღამოს დასწრებოდა.
ხორვატი ლეგენდისა და სერხიოს გამორჩეული ურთიერთობის შესახებ საყოველთაოდ არის ცნობილი.
რამოსი ბერნაბეუზე მივიდა და „რეალისა“ და „სოსიედადის“ შეხვედრას დაესწრო.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ გამოხატა უდიდესი პატივისცემა ფიგურის მიმართ, რომელმაც „რეალში“ გატარებულ 13 სეზონში 28 ტიტული მოიგო და ყველას თავი შეაყვარა.
- 25 მაი 2025
- 2 357
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.