ანჩელოტი:„„რეალი“ ჩემს გულში ყოველთვის დარჩება“
კარლო ანჩელოტი „რეალის“ ქომაგებს დაემშვიდობა.
„დღეს ორმაგად ემოციური დღეა, რადგან ჩემთან ერთად ლუკა მოდრიჩიც მიდის. ცრემლები ბუნებრივია, ამას ნამდვილად ვერ შევიკავებდი.“
„მადრიდის „რეალი“ ჩემი ცხოვრების კლუბია, ამ გუნდს ვერასდროს დავივიწყებ.“
„მე ვარ მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ერთად 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ამით ყოველთვის ვიამაყებ.“
„მადლობა ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში ცდილობდა ჩემი გუნდის ღირსების დაცვას.“
„ის, რასაც ბერნაბეუზე შეკრებილი ქომაგები აკეთებენ, სრულიად უნიკალურია.“
„ჰალა მადრიდ! ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელიც არასდროს დაიშლება.“
„ბოლოს მინდა ვთქვა ფლორენტინო პერესზეც, ის უნიკალური პრეზიდენტია, რომელმაც „რეალი“, როგორც სტრუქტურა უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. დიდი მადლობა პრეზიდენტს იმ დაფასებისთვის, რომელიც დღესაც ვიგრძენი.“
- 25 მაი 2025
- 552
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.