მოდრიჩი:„მე თქვენ მიყვარხართ“
ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ ქომაგებს დაემშვიდობა.
„13 წელი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის სადარაჯოზე დიდი სიამაყეა.“
„დიდი მადლობა გუნდის მმართველს და საუკეთესო პრეზიდენტს. ფლორენტინო პერესი ამ გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს.“
„მადლობა თანაგუნდელებს და სამწვრთნელო შტაბს. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე ჩემთან ერთად იდგნენ.“
„ვიცოდი, რომ გაცილება ემოციური იქნებოდა, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდი. კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურა ვიყავი.“
„არ შემიძლია სიტყვებით გადმოვცე სიყვარული, რომელიც „რეალის“ მიმართ მაქვს.“
„ჰალა მადრიდ! ეს დიდი ოჯახია, რომლის რიგებსაც არასდროს დავტოვებ. მიყვარს ყველა დღე, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გავატარე.“
- 25 მაი 2025
- 599
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.