კილიან მბაპე „რეალში“ ახალი ნომრით ითამაშებს
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიანი მბაპე ახალი სეზონიდან ახალი ნომრით ითამაშებს.
გუნდიდან ლუკა მოდრიჩის წასვლის გამო, 10 ნომრიანი მაისური გათავისუფლდება, რომელსაც სწორედ კილიანი მოირგებს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 10 ნომერზე ვინისიუსიც ფიქრობდა და ამ შემთხვევაში მბაპე „7“-იანი გახდებოდა, ხოლო ბრაზილიელი ვარსკვლავი 10, თუმცა საბოლოო ჯამში „10“-იანი მბაპეს ჩაბარდება.
რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს. ინგლისელი ამაყია ზინედინ ზიდანის 5 ნომრით და ცვლილების პერსპექტივა არ ხიბლავს.
- 24 მაი 2025
- 5 455
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.