სად გააგრძელებს კარიერას მოდრიჩი - მსურველი 7 კლუბია!
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩს არაერთი შეთავაზება აქვს. ამ ეტაპზე ლუკიტას მსურველი 7 კლუბია.
ინტერესი არსებობს, როგორც ევროპიდან, ასევე საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ლუკას ყოფილი კლუბი ზაგრების „დინამო“, სადაც მან პირველი ნაბიჯები გადადგა, მოთამაშესთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლუკიტას დამატებით ბრიტანული კლუბებიც არიან დაინტერესებული.
ასპარეზზეა გამოსული „ალ ქადისია“ და სხვა არაევროპული კლუბებიც.
- 24 მაი 2025
- 2 465
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.