დიეგო ლოპესი არბელოასთან იმუშავებს
მადრიდული გამოცემების ცნობით, ალვარო არბელოას კასტილიაში დანიშვნა გადაწყვეტილია.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ალვაროს ასისტენტი დიეგო ლოპესი იქნება, რომელმაც ასევე დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა და შესაბამისი ლიცენზიების მიღება.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მიმართულებით იმუშავებს ლოპესი, თუმცა ის მადრიდში უკვე იმყოფებოდა და გუნდის ხელმძღვანელობასთან საუბარი ჰქონდა.
რაც შეეხება კანტერანოების ამჟამინდელ მწვრთნელ რაულ გონსალესს. ელ კაპიტანო მაღალი ალბათობით პრემიერლიგაში მიდის სამუშაოდ.
- 24 მაი 2025
- 246
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.