მსოფლიო დონის ვარსკვლავი „რეალში“- პერესს გადაწყვეტილი აქვს!
ესპანური გამოცემები დარწმუნებით იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესს მადრიდის „რეალის“ ნახევარდაცვის გაძლიერება მსოფლიო დონის ვარსკვლავის დამატებით აქვს გადაწყვეტილი.
„რეალი“ ამ შემთხვევაში თანხას არ დაინანებს. პერესი ხვდება, რომ ნახევარდაცვაში კრეატიული ფიგურა სჭირდება, სწორედ ამიტომ, ბოლომდე იბრძოლებს და ეცდება, რომ უკვე შემდგარი ვარსკვლავი დაიმატოს.
აქ გათვლა არ გაკეთდება ახალგაზრდა პერსპექტიულ ნახევარმცველზე. საუბარი იქნება მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებსაც უკვე აქვთ ელფერი, სათამაშო სტილი და კლასი.
„მარკას“ ინფორმაციით, „რეალი“ 100 მილიონს და მეტსაც გადაიხდის, რადგან თვლის, რომ კრეატიული ფეხბურთელის გუნდში ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება.
- 24 მაი 2025
- 4 573
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.