ანჩელოტი:„„რეალის“ ფანებთან მხოლოდ ეს მაქვს სათქმელი“
კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ მწვრთნელის რანგში ბოლო წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
„მე აქედან ბედნიერი მივდივარ, არ ვარ მოწყენილი, რადგან ამის საფუძველი არ არის. ძალიან ბევრს მივაღწიე და ისტორია დავწერე. ჩემი მთავარი მონაპოვარი მადრიდული პუბლიკის დიდი სიყვარულია.“
„არასდროს მქონია პრობლემა კლუბთან და პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ ურთიერთობით, რომელიც ხელმძღვანელობასთან მაკავშირებს.“
„თქვენთან ერთად სხვადასხვა დროს 700 პრესკონფერენცია გავმართე. ვფიქრობ, ეს ბევრს ნიშნავს.“
„4 დაუვიწყარი წლის შემდეგ, ბერნაბეუზე შეკრებილ ქომაგებს დავემშდიობები. მე მათ ვეტყოდი, რომ ყველა მიყვარს.“
„ლუკა მოდრიჩისთვის „ნახვამდის“ თქმა ურთულესი იქნება. ხვალ ნამდვილად ემოციური დღე გველის, რადგან ჩემთან ერთად გუნდს ლეგენდა დატოვებს.“
„ჩაბი ალონსო მაღალი დონის სპეციალისტია. ესპანელს ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, მჯერა, რომ ის ყველაფერს შეძლებს.“
„საუკეთესო თამაში? ვერ გეტყვით, არასდროს დამავიწყდება მაგიური შეხვედრები „სიტის“, „ჩელსის“ და „პსჟ“-ს წინააღმდეგ.“
„ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებას მოუთმენლად ველი. ეს იქნება ახალი გამოწვევა, რომელიც უნდა მივიღო და შესაბამისი რეაგირება მქონდეს.“
„სამწვრთნელო საქმიანობის საკლუბო დონეზე გაგრძელება აღარ მსურს. მივიჩნევ, რომ „რეალი“ ჩემი ბოლო კლუბი იყო. ბრაზილიის ნაკრების შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.“
„ლუკა მოდრიჩი ყველასთვის სამაგალითო ადამიანი და ფეხბურთელია. ხარისხი, რომელსაც ის წლების მანძილზე აჩვენებდა, ყოველთვის ყველას ემახსოვრება, ის არის მადრიდიზმის სიმბოლო და ნამდვილად დიდი ლეგენდა.“
„ოქროს თაობიდან გუნდში მხოლოდ დანი კარვახალი რჩება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.“
- 23 მაი 2025
- 1 438
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.