ბოლო ვარჯიში ანჩელოტის ხელმძღვანელობით
კარლო ანჩელოტიმ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ბოლო ვარჯიში გამართა.
გუნდმა „სოსიედადთან“ შეხვედრის წინ ბოლო მითითებები და რჩევა-დარიგებები მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები იტალიელ სპეციალისტს დიდი ოვაციებით შეხვდნენ.
მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ედერ მილიტაომ კოლექტივთან ერთად ვარჯიში დაიწყო, ის სრულ დატვირთვას იღებს.
ვარჯიში გამოტოვა არაერთმა ფეხბურთელმა, მათ შორის ბელინგემმა, როდრიგომ, ენდრიკმა და სხვებმა. სესიაზე გამოძახებული გახლდათ 6 კანტერანო.
შეკრებაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს და კარში დარტყმებს.
- 23 მაი 2025
- 135
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.