რაული კასტილიას ტოვებს
„მარკას“, „ას“-ის და კიდევ ბევრი გამოცემის ინფორმაციით, რაულ გონსალეს ბლანკო კასტილიას მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.
ესპანელი ლეგენდა უფრო მაღალ ასპარეზზე გადის და სხვადასხვა კლუბის წინადადებებს უსმენს.
ელ კაპიტანოს მუშაობის გაგრძელება შეეძლება, როგორც ესპანეთში, ასევე გერმანიის ბუნდესლიგაში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გონსალეს ბლანკოს კანტერანოების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალვარო არბელოა ჩაანაცვლებს, რომელმა ასაკობრივ ჯგუფებში დიდი გამოცდილება მიიღო და საკმაოდ დიდ წარმატებებსაც მიაღწია.
- 22 მაი 2025
- 974
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.