მოდრიჩი:„ეპოქა, რომელიც „რეალში“ გავატარე დაუვიწყარია“
ლუკა მოდრიჩმა მადრიდისტებს მიმართა.
„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ლამაზი ისტორია 2012 წელს დაიწყო და 2025 წელს სრულდება.“
„იყო „რეალის“ ფეხბურთელი, დიდი პრივილეგიაა. იყო „ბლანკოსის“ კაპიტანი, პრივილეგიასთან ერთად უდიდესი პასუხისმგელობაც გახლავთ.“
„დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გზა ჩემთან ერთად გაიარა.“
„არასდროს დამავიწყდება ბერნაბეუზე ჩატარებული შეხვედრები, მაგიური ღამეები.“
„მე მოვიგე 6 ჩემპიონთა ლიგა, მე მოვიგე 28 ტიტული, მე მოვიგე მადრიდისტების გულები.“
„მადრიდისტებო, ძალიან მიყვარხართ, მე ამ გუნდის გულმხურვალე ქომაგად ვრჩები.“
- 22 მაი 2025
- 640
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.