ოფიციალური განცხადება - ლუკა მოდრიჩი!
მადრიდის „რეალის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა და ლუკა მოდრიჩი შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლეგენდარული ფეხბურთელი „მერენგების“ რიგებს დატოვებს.
სამეფო კლუბს სურს, გამოხატოს მადლიერება და ღრმა სიყვარული ადამიანის მიმართ, რომელიც უკვე ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა.
გუნდის გერბის დასაცავად ცამეტი სეზონის განმავლობაში მან 28 ტიტული მოიგო: 6 ევროპის თასი, 6 საკლუბო მსოფლიო თასი, 5 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი და 5 ესპანეთის სუპერთასი.
ჩატარებულ 590 შეხვედრაში ლუკიტას ანგარიშზე 43 გოლია.
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა ლეგენდარულ ფიგურას ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს!
ლუკა მოდრიჩი სამეფო კლუბის სიმბოლოა.
- 22 მაი 2025
- 1 181
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.