მოდრიჩი ბერნაბეუზე ბოლო შეხვედრას ჩაატარებს
ავტორიტეტული მადრიდული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობამ ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ხორვატი ლეგენდა ბერნაბეუზე ბოლო შეხვედრას შაბათს ჩაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ლუკიტას დარჩენის წინააღმდეგი ჩაბი ალონსო არ არის, „მერენგები“ მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემის დროა.
ბერნაბეუზე ლუკას დიდი ოვაციებით გააცილებენ, მაგრამ ოფიციალური განცხადების გაკეთება ჯერ არ იგეგმება.
მას შემდეგ, რაც ხორვატის წასვლის შესახებ ოფიციალურად გახდება ცნობილი, ფლორენტინო პერესი მას დიდ ღონისძიებას მოუწყობს და ისე დაემშვიდობება.
„რეალს“ სურს უდიდესი პატივისცემა გამოავლინოს ფეხბურთელის მიმართ, რომელიც ისტორიაში ყველაზე პოპულარულია.
- 22 მაი 2025
- 1 498
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.