ნიკო ვილიამსი „რეალთან“ 1 ნაბიჯშია!
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალში“ სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ ნიკო ვილიამსში გამოსასყიდი თანხა გადაიხადონ.
58 მილიონი ევრო - სწორედ ეს არის თანხა, რომელსაც ახალგაზრდა შემტევის გამოსასყიდად არის საჭირო.
თავის მხრივ ასპარეზზე გამოსული იყო „ბარსელონა“, თუმცა ახლა „რეალია“ გააქტიურებული. მადრიდში მიაჩნიათ, რომ ეს შეთანხმება უნდა შედგეს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ნიკოს ტრანსფერს მხარს უჭერს ჩაბი ალონსო და მიიჩნევს, რომ ის ბერნაბეუზე გაიბრწყინებს.
უახლოეს დღეებში ვილიამსთან დაკავშირებით დამატებით ცნობებს უნდა ველოდოთ.
- 21 მაი 2025
- 2 597
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.