მენდი წასვლაზე დაფიქრდა
მიუხედავად იმისა, რომ ფერლან მენდის „რეალთან“ კიდევ 2 წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, ფრანგი მოთამაშე წასვლაზე უკვე სერიოზულად ფიქრობს.
მუდმივი ტრავმები და ახლა უკვე ალვარო კარერასის მაღალი ალბათობით გამადრიდელება, მენდის შანსებს ამცირებს.
არსებული ცნობით, ფერლანი სერიოზულად განიხილავს საუდის არაბეთის ვარიანტებს და ევროპის საზღვრების დატოვებას ფიქრობს.
თავის მხრივ, „რეალი“ მენდის ირგლივ განვითარებულ მოვლენებს დააკვირდება და ფრან გარსიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს.
„მარკას“ ცნობით, ასევე მუშავდება კიდევ ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ მენდისაც გაუშვებს და ფრანსაც, სანაცვლოდ კი 2 მცველს დაიმატებს.
- 20 მაი 2025
- 1 105
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.