ჩაბი ალონსო - „ის ჩემი მთავარი სატრანსფერო მოთხოვნაა“
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალს“ უთხრა, რომ ზაფხულში უმთავრესი პრიორიტეტი ფლორიან ვირცის შეძენა უნდა იყოს და ამისთვის ფლორენტინო პერესმა ყველაფერი უნდა გაიღოს.
გერმანელი ფეხბურთელი „ბაიერნზეც“ ფიქრობს, მისი მშობლები ასევე შეხვდნენ „სიტის“ წარმომადგენლობას, თუმცა ალონსო პირადი კონტაქტებით და თავად ფეხბურთელთან ურთიერთობის საფუძველზე ცდილობს მის დაყოლიებას.
ფლორიანი „ლევერკუზენში“ ალონსოს ფორმაციის გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ და იგივე სცენარის გადატანა ბასკ სპეციალისტს სანტიაგო ბერნაბეუზეც სურს.
„მარკას“ ინფორმაციით, „რეალში“ უკვე შეგუებულები არიან იმ აზრს, რომ მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია.
- 20 მაი 2025
- 5 577
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.