AS - კარერასის ტრანსფერი მალე დადასტურდება!
ესპანური გამოცემა „ას“-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ ალვარო კარერასის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მალე გაავრცელებს.
ესპანელ განაპირა მცველთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია და მადრიდის „რეალს“ ასევე მზად აქვს 6 წლიანი კონტრაქტი.
არსებული ცნობით, კარერასის ტრანსფერი ჯამში დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაჯდება, რაც სხვადასხვა კლუბზე განაწილდება, რადგან მოთამაშის სატრანსფერო უფლებები რამდენიმე გუნდს ეკუთვნის.
ჩაბი ალონსო ესპანელს უკვე ესაუბრა და საკუთარი გეგმები გააცნო.
„ას“-ის ცნობით, როგორც კონტრაქტის ნაწილში, ასევე კლუბებს შორის მოლაპარაკებების ნაწილში ყველაფერი რიგზეა და მოთამაშე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ბლანკოსის“ ღირსებას დაიცავს.
- 20 მაი 2025
- 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.