ექვსი ერთზე
თუ წინა სტატიაში, "რეალის" კარის მშრალად შენახვაზე იყო საუბარი, ახლა ვნახოთ, როგორ ზრუნავენ მადრიდელები მეტოქის კარის უსაფრთხოებაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო კლუბის ბომბარდირები, მართლაც რომ ზრუნავენ მოწინააღმდეგის კარის უსაფრთხოებაზე.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 4 ტურის შემდეგ "რეალმა" მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე უნიათო შედეგია მოურინიოს შეგირდებისათვის.
89-90 წლების სეზონში, "თეთრებმა" 4 ტურის შემდეგ, ხუთი გოლის გატანა შეძლეს, რაც დამეთანხმებით, რომ ყოვლად მიუღებელია მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებისათვის.
ასევე აღნიშვნის ღირსია "ბარსელონა," რომლის ანგარიშზეც ექვსი გატანილი გოლია (წინა სეზონში, ოთხი ტურის თავზე "რეალის" აქტივში 13, ხოლო "ბარსას" აქტივში" 14 ბურთი გახლდათ).
- 25 სექტემბერი 2010
- 2 699
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.