Marca - ჩაბი მოდრიჩის გუნდში დარჩენის მხარდამჭერია!
„მარკას“ ინფორმაციით, ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ლუკა მოდრიჩის კლუბში დარჩენის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს.
ლუკა ღიად გამოხატავს დიდ სურვილს, რომელიც ბერნაბეუზე კიდევ 1 წლით დარჩენას უკავშირდება. ამისთვის ხორვატი ხელფასის მნიშვნელოვან შემცირებაზეც თანახმაა.
თავის მხრივ, პერესი ასეთ გადაწყვეტილებებს ალონსოსთან შეთანხმებით მიიღებს, ბასკ სპეციალისტს კი ყოფილი თანაგუნდელის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
ალონსო მიიჩნევს, რომ ლუკიტას გამოცდილება და საკუთარი კლასი, მას დაეხმარება იმ იდეების დანერგვაში, რომელიც მომდევნო თვეებში იგეგმება.
„მარკას“ ცნობით, მოდრიჩსა და „რეალს“ შორის თანამშრომლობა მაღალი ალბათობით გაფორმდება.
- 18 მაი 2025
- 1 452
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.