ანჩელოტი:„რაულმა „რეალს“ საოცარი ახალგაზრდები აჩუქა“
კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„მიუხედავად იმისა, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო, აუღელვებლად მოვიგეთ. ჩვენ გვქონდა ინიციატივა და უპირატესობა, მასპინძელთა ფეხბურთელების გაძევებამ კი ჩვენი დომინაცია გაზარდა.“
„ლუკა მოდრიჩი „რეალის“ ფეხბურთელებს და ქომაგებს ძალიან უყვართ. არ ვიცი, როგორ განვითარდება მისი კარიერა, მაგრამ მხარეები აუცილებლად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.“
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო რაულ გონსალესის ნაყოფიერი მუშაობა, ელ კაპიტანომ მთავარ გუნდს არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი აღუზარდა. ხაკობო რამონი საოცარია, იგივეს თქმა შემიძლია რაულ ასენსიოზე, მუნიოსსა და სხვა მოთამაშეებზე. რაულ ასენსიომ ამ სეზონში უამრავი თამაში ჩაატარა, ის ძალიან მაღალ დონეს აჩვენებდა. ვფიქრობ, კანტერანოებმა დიდი მაგალითი უნდა აიღონ კარვახალისგან, ლუკასისგან და სხვებისგან.“
„დარწმუნებული ვარ, რამონი კიდევ გამოავლენს თვისებებს. ის მორცხვია, თუმცა მერწმუნეთ, პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს და ბევრს მიაღწევს.“
„ახლა „სოსიედადზე“ გადავერთვებით. როგორც გითხარით, ჩვენი მიზანი ლა ლიგის ღირსეულად დასრულებაა.“
- 18 მაი 2025
- 1 457
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.