მოდრიჩს დარჩენა სურს და ხელფასის განახევრებაზეც თანახმაა

ლუკა მოდრიჩს სამეფო კლუბის რიგებში დარჩენა სურს და მზად არის, ხელფასი გაინახევროს.

ლუკიტას მიზანი ბერნაბეუზე კიდევ 1 წლით თამაში და მსოფლიოს 2026 წლის მუნდიალზე „რეალის“ ფეხბურთელის რანგში წასვლაა.

მოდრიჩი ამ სეზონშიც ამტკიცებს, რომ კიდევ შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა. მას აღარ აქვს პრეტენზია მუდმივად სასტარტოში ყოფნაზე, თუმცა, მაინც ძალიან ბევრ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.

ლუკიტას ბედს ჩაბი ალონსო გადაწყვეტს, რომელმაც გუნდის დაკომპლექტება უკვე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ხორვატი ლეგენდის ანგარიშზე უკვე არის 55 დაპირისპირება და 2 686 წუთი.


1

18 მაი 2025 10:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 846

დასაფასებელია ამის მადრიდისტობა, მაგრამ წასულიყო 2-3 წლით სადმე ეშოვა ფული 5-6 თამაშისთვის ნუღა დარჩება... თუარ მოყავთ ვინმე კიდე ხო დატოვონ.


2

18 მაი 2025 15:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

ალონსომ უნდა დატოვოს თუ უნდა რომ ყველა ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს, იდეალურია როტაციაში და რაც მთავარია არ ტრამვიანობს, თან ბურთს მაგრად იჭერს ამ ასაკშიც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (163)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)