ანჩელოტი:„ჰოისენი ფანტასტიკური შენაძენია, „რეალი“ მწვერვალზე დაბრუნდება“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„სანჩეს პისხუანზე თამაში არასდროს არის მარტივი. მივიჩნევ, რომ შეგვიძლია გამარჯვება. ჩვენი მიზანი სეზონის ღირსეულად დასრულება იქნება. „მალიორკასთან“ ბევრი მომენტი გვქონდა და იმედი მაქვს, ახლაც ეფექტური შეხვედრა გამოვა და 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში.“

„მსურდა, რომ ლა ლიგისთვის ბოლომდე მებრძოლა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამ სეზონში ყველაფერი რიგზე ვერ იყო.“

„ჩემი სამწვრთნელო შტაბი, ერთი ოჯახივით არის. ჩვენ ყოველთვის ვუზიარებთ აზრებს ერთმანეთს. დავიდეს მნიშვნელოვანი როლი აქვს, მან წლების განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მიიღო და სასარგებლო რჩევებს მაძლევს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კომპონენტი, რომელსაც ყურადრება ექცევა.“

„ლა ლიგაში „ბარსელონა“ უფრო სტაბილური იყო და ჩემპიონიც გახდა. ისინი ლამაზ და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობდნენ, სწორედ ამიტომ ვულოცავ გამარჯვებას. მომდევნო სეზონში „რეალი“ უფრო ძლიერი იქნება და წარმატებას მიაღწევს.“

„დინ ჰოისენი ფანტასტიკური ფეხბურთელია, „რეალმა“ მისი სახით ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაიმატა, რომელსაც პერსპექტივა აქვს. შარშან ჩვენ გვყავდა მცველების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ტრავმიანობამ ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა. ახლა ეს ტრანსფერი საჭირო იყო.“

„მბაპე? მას ჰქონდა, როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები, მაგრამ როდესაც სეზონში 40 და მეტ გოლს იტან, კრიტიკა მიუღებელია. ფრანგი ფეხბურთელი კიდევ მოუმატებს, ის უნიკალური თვისებების მქონე ფიგურაა.“

„სხვა ტრანსფერზე ახლა საუბარს არ ვაპირებ და არც მოვლენებს ვუსწრებ წინ.“

„გუნდს ჰყავს ჯუდი, ვალვერდე, ვინისიუსი, კამავინგა და სხვები. მერწმუნეთ, „ბლანკოსის“ მომავალი საიმედო ხელშია.“

„ის, რომ ყველა სეზონში წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ახალი არ არის. როგორც უკვე აღვნიშნე, „ბლანკოსი“ დაბრუნდება მოწოდების სიმაღლეზე.“


1

17 მაი 2025 18:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

ეხ კარლიტო ტრებლი უნდა დაგვედო წელს ერთი მარჯვენა მცველი რომ მოეყვანა პერესს ზამთარში, კარვახალის ტრამვამ მოშალა ბალანსი გუნდში, თავის ფლანგს ხომ აკონტროლებდა და პლიუს ამას ცენტრალურ მცველებს იდეალურად აზღვევდა. სიმართლეს გაუმარჯოს და კარვახალის ჩაგდებული თამაში არ მახსენდება. ვასქესზე არაფერს ვიტყვი, ისედაც ნათელია ყველაფერი


2

17 მაი 2025 18:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 44

შენ არ გაღირსეს წესიერი მცველები, ვასკესით თჩუამენის ცენტრში და გარსიათი კიდე კარგად გაქაჩე ეს სეზონი


3

17 მაი 2025 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 162

ძაან ბევრს უტევენ ალონსოს ლევერკუზენს, მაინცმა დაახურა ბურთი თავზე, წინაზე ზტ. პაულმა, ჰაიდენჰაიმმა, აუგსბურმა, ვოლფსბურგმა ....



4

17 მაი 2025 21:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 289

ფრიმპონგი ლივერპულმა იყიდა,იდეალური ჩანაცვლება არნოლდის

17 მაი 2025 20:20, Fenomeno R9 says:

ძაან ბევრს უტევენ ალონსოს ლევერკუზენს, მაინცმა დაახურა ბურთი თავზე, წინაზე ზტ. პაულმა, ჰაიდენჰაიმმა, აუგსბურმა, ვოლფსბურგმა ....

ჰო მაგრამ ეგეც გასათვალისწინებელია რომ ლევერკუზენს 2 სეზონის განმავლობაში გასვლაზე თამაში არ წაუგია



5

17 მაი 2025 22:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 11

სალამი მადრიდისტებო კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა ამ საიტზე ახალი ვარ :) რაც შეეხება გუნდს მართლა საშინელი სეზონი გვქონდა წელს იმედია ყველაფერი გამოსწორდება


6

17 მაი 2025 22:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 289
17 მაი 2025 22:10, Skiper7 says:

სალამი მადრიდისტებო კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა ამ საიტზე ახალი ვარ :) რაც შეეხება გუნდს მართლა საშინელი სეზონი გვქონდა წელს იმედია ყველაფერი გამოსწორდება

სალამი,ყველა დაღმართს მოყვება აღმართი.


7

17 მაი 2025 22:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 513

პაპა კარლო იმდენი ქენი,სანამ არ გაგაგდო პერესმა.შარშან უნდა წასულიყავი გამარჯვებული და მაშინ იქნებოდი ლეგენდა.ეხლა ახირებული მოხუცი ხარ,რომელიც თავის შვილს ატენიდა მწვრთნელად რეალის შეფობას.))))))))))


8

17 მაი 2025 23:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 870
17 მაი 2025 22:10, Skiper7 says:

სალამი მადრიდისტებო კეთილი იყოს ჩემი კლავიატურა ამ საიტზე ახალი ვარ :) რაც შეეხება გუნდს მართლა საშინელი სეზონი გვქონდა წელს იმედია ყველაფერი გამოსწორდება

KETILI IYOS JIGAR


9

17 მაი 2025 23:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 289

ცენტრალური მცველი მგონი აღარ გვჭირდება მეტი,ხოან მარტინესს ამოწევენ მთავარ გუნდში და ეგ არის,იდეაში ასენსიომ მარტინესი შეცვალა მაგის ტრამვის გამო გამოჩნდა ასენსიო თორე ბევრად ნიჭიერი მცველის სტატუსს ატარებდა მარტინესი


10

17 მაი 2025 23:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 520

მარმუშო სიტის ლიდერი ხდება თუ რა ხდება? რატო ანდეს პენალტიი, მაშინ როცა ყველა დამტტყმელი მოედანზე იყო. კარგი ჩიტიც დაიჭირეს


11

18 მაი 2025 22:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 513

შენ დაღუპე რეალი შე კაზიოლო.....)))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (163)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)