ხუნი კალაფატი კარერასის ოჯახს შეხვდა
ალვარო კარერასის ოჯახის წევრები მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
დელეგაცია, რომელსაც ხუნი კალაფატი ხელმძღვანელობდა, ალვაროსთან მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა.
„ას“-ის ინფორმაციით, აღარ არსებობს დეტალი, რომელიც შესათანხმებელია და კარერასი „ბლანკოსთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ კარერასის დამატება შესაძლოა არა „ბენფიკადან“, არამედ მანჩესტერ „იუნაიტედან“ მოხდეს, რადგან ინგლისური კლუბი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებების მნიშვნელოვან წილს ფლობს.
ფლორენტინო პერესს აღნიშნული შეთანხმება ყველა გადასახადის ჩათვლით 30 მილიონ ევრომდე დაუჯდება.
- დღეს, 13:37
- 243
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.