არგენტინის ნაკრებში “რეალის” 3 ფეხბურთელი გამოიძახეს
არგენტინის ნაკრების თავკაცმა, სერხიო ბატისტამ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ოქტომბერში, იაპონიასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ტრავმებისდა მიუხედავად, განაცხადში მოხვდნენ ფერნანდო გაგო და ლეო მესი. იაპონიის ფეხბურთის ფედერაციამ საინტერესო წინადადება წამოაყენა, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონას” ლიდერი შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, სპონსორები მზად არიან არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ყულაბა დამატებით 200 000 ევროთი შეავსონ.
ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს “ვალენსიას” ფეხბურთელი ევერ ბანეგა. ნოემბერში, არგენტინელებს კიდევ ერთი პრინციპული ამხანგური მატჩი ელით. სერხიო ბატისტას შეგირდები 17 ნოემბერს, დოჰაში ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
გაგოს კვალდაკვალ, იაპონიაში მისი ორი თანაგუნდელი: ანხელ დი მარია და გონსალო იგუანი გაემგზავრება.
ნაკრების სრული შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: სერხიო რომერო (ალკმაარი), მარიანო ანდუხარი (კატანია), ოსკარ უსტარი (ხეტაფე).
მცველები: მარტინ დემიჩელისი (ბაიერნი), ვალტერ სამუელი, ხავიერ ძანეტი (ორივე ინტერი), ნიკოლას ბურდისო (რომა), გაბრიელ ჰაინცე (მარსელი), პაბლო საბალეტა (სიტი), გაბრიელ მილიტო (ბარსელონა).
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ფერნანდო გაგო, ანხელ დი მარია (ორივე რეალი), ხოსე სოსა (ნაპოლი), ესტებან კამბიასო (ინტერი), მარიო ბოლატი (ფიორენტინა), ანდრეს დ’ალესანდრო (ინტერნასიონალი), ხავიერ პასტორე (პალერმო), ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა).
თავდამსხმელები: გონსალო იგუანი (რეალი), კარლოს ტევესი (სიტი), სერხიო აგერო (ატლეტიკო), ლიონელ მესი (ბარსელონა), დიეგო მილიტო (ინტერი), ეზეკიელ ლავესი (ნაპოლი).
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 25 სექტემბერი 2010
- 2 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.