ჰოისენის ტრანსფერი იხურება!
გუშინ და დღეს ახალგაზრდა დინ ჰოისენთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, სულ ცოტა ხნის წინ უკვე დამაზუსტებელი ცნობები ხდება ცნობილი.
მადრიდული გრანდი ესპანელ ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტით დაიმატებს და „ბორნმუთს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდის, ამ თანხის 10%-ს კი ტურინის „იუვენტუსი“ მიიღებს, ვინაიდან მოთამაშის საკონტრაქტო უფლებების გარკვეულს წილს ფლობს.
ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ როგორც ფეხბურთელსა და „რეალს“ შორის, ასევე სამეფო კლუბსა და „ბორნმუთს“ შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და დარჩენილია ძალიან მცირე საკითხები.
მადრიდული გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე განახლებული შემადგენლობით შეხვდეს.
99.9%-ით გადაწყვეტილია, რომ როგორც ჰოისენი, ასევე ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ჩაბი ალონსოს განკარგულებაში იქნებიან.
- დღეს, 13:11
- 661
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.