დელ ბოსკე:„ალონსო ახალი თაობის ბრწყინვალე მწვრთნელია“
ვისენტე დელ ბოსკემ ჩაბი ალონსოზე ისაუბრა.
„ჩაბის ყოველთვის ჰქონდა ტაქტიკური განსწავლულობა, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო კარიერაშიც დაამტკიცა, რომ ძალიან ბევრი შეუძლია.“
„ესპანელს აქვს საოცარი პერპსექტივა, მისი ხედვები კი ძალიან წარმატებული იქნება.“
„ჩაბი ახალი თაობის ბრწყინვალე მწვრთნელია. მიხარია, რომ ესპანელი სპეციალისტები ამხელა წარმატებას აღწევენ. შემიძლია ჩამოვთვალო არაერთი სპეციალისტი, რომელსაც საკუთარი ნიშა უკვე აქვს შექმნილი.“
„ანჩელოტი და „რეალი“? იტალიელი სპეციალისტის საფეხბურტო ცოდნა და უნარები, რომელიც მას აქვს, რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია. კარლომ „ბლანკოსში“ დიდი ეპოქა შექმნა, ის გახდა გამორჩეული ფიგურა, რომელიც ყველას უყვარს. ვფიქრობ, უნდა დაფასდეს შრომა, რომელიც მან გაწია. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრები ბევრად უფრო მწყობრ, ტაქტიკურად გააზრებულ და შედეგზე ორიენტირებულ ფეხბურთს აჩვენებს.“
- დღეს, 11:59
- 209
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.