მე-4 ტურის გუნდი
ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ლა ლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.
ტურის საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე, დე ხეა დასახელდა. მან მართლაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ და გუნდი ძალიან ბევრჯერ გადაარჩინა. სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდა ორი მადრიდელი: მცველი, რიკარდო კარვალიო და თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი.
მეკარე: დე ხეა (ატლეტიკო).
დაცვა: პინილოსი (რასინგი), კარვალიო (რეალი), პიკე (ბარსელონა) და კაპდევილა (ვილიარეალი).
ნახევარდაცვა: ხავი მარტინესი (ატლეტიკო), კაზორლა (ვილიარეალი) და სიმაო (ატლეტიკო).
თავდასხმა: მატა (ვალენსია), ნილმარი (ვილიარეალი) და იგუაინი (რეალი).
- 25 სექტემბერი 2010
- 2 399
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.