ხუნი კალაფატი ვირცის ოჯახს შეხვდება!
გერმანული გამოცემების ცნობით, ამ კვირაში ფლორიან ვირცის ოჯახი მოინახულებს, როგორც მანჩესტერ „სიტის“, ასევე მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას.
როგორც ჩანს, გერმანელ ფეხბურთელს მხოლოდ „ბაიერნის“ წინადადების განხილვა არ სურს და სხვა ჩემპიონატებსაც მოიაზრებს.
BILD-ის ინფორმაციით, ფლორიანის მშობლები მანჩესტერში არიან მიწვეულები, ამის შემდეგ კი მათთან შეხვედრას ხუნი კალაფატი გეგმავს, რომელიც ფლორენტინო პერესის ნდობით აღჭურვილი პირია.
საჭიროების შემთხვევაში, საქმეში დამატებით ჩაერთვება ჩაბი ალონსო, თუმცა ბასკმა სპეცლიასტმა გერმანელ ფეხბურთელს ისედაც დაუფიქსირა, რომ „რეალში“ განიხილავს.
ფლორიანის ტრანსფერი სამეფო კლუბს 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.
- 14 მაი 2025
- 1 133
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.