ანჩელოტი;„26 მაისიდან „რეალის“ მწვრთნელი აღარ ვიქნები“

კარლო ანჩელოტიმ „მალიორკასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„„მალიორკა“ კარგად ორგანიზებული გუნდია, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ მომდევნო 3 ტურში 9 ქულა მოვიპოვოთ და ლა ლიგა ღირსეულად დავასრულოთ.“

„ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, შემადგენლობა ფაქტობრივად განახევრებულია, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვების რესურსი არსებობს.“

„26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტატუსს მოვირგებ, მანამდე კი მსურს, რომ „რეალში“ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე და დარჩენილი შეხვედრა მოვიგო. სიცოცხლის ბოლომდე ამ გუნდის გულშემატკივარი ვიქნები და არასდროს დავივიწყებ თვეებს და წლებს, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში გავატარე. ეს კლუბი ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

„უკვე მაქვს უფლება, რომ ეს განცხადება გავაკეთო, „რეალში“ მხოლოდ 2 კვირა დამრჩა.“

„ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მათ შორის ჩემს მადრიდულ ცხოვრებას. არ ვიცი, როდის გააკეთებ ოფიციალურ განცხადებას სამეფო კლუბი, თუმცა ალბათ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მე გიდასტურებთ, რომ 26 მაისიდან სხვა რანგში წარვდგები.“

„ბოლო სეზონი უტიტულო გამოდგა, მაგრამ დამწუხრებული არ ვარ. როდესაც 2021 წელს აქვს მოვედი, ვინმეს რომ ეთქვა 11 ტიტულს მოვიგებდი და მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგა იქნებოდა, აღფრთოვანებული დავრჩებოდი.“

„ჩაბი ალონსო? მას რჩევები არ სჭირდება. ესპანელ სპეციალისტს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უბადლო მწვრთნელი გახდეს.“

„მადრიდული დრო ფანსტასტიკურად გავატარე და არაფერს ვნანობ. მე აქ სწორად ვიმუშავე, ბევრი ტიტული მოვიგე და ქომაგები გავახარე. ყველაფერი შესანიშნავადაა.“

„არასდროს მიგვრძვნია, რომ მე აქ ზედმეტი ვარ. კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ყოველთვის დიდ მხარდაჭერას და პატივისცემას ვგრძნობდი. სამუდამო არავინ არის, მათ შორის მეც.“

„როდრიგო გოეშს ტემპერატურა ჰქონდა, შემდეგ გაიარა რამდენიმედღიანი კურსი. ახლა მას ბარჭაყის პრობლემა აქვს და შეფასებას საჭიროებს, ბრაზილიელი „მალიორკას“ წინააღმდეგ ჩვენს განკარგულებაში არ იქნება.“

„მე გოეშის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს, ის ძალიან მაღალი პროფესიონალია.“

„დარწმუნებული ვარ, „რეალის“ ქომაგებს ვუყვარვარ. ეს სეზონი უფერული გამოდგა, მაგრამ საღამოები, რომელიც ჩემი თავკაცობის კვალდაკვალ ბერნაბეუზე შედგა, ნამდვილად დაუვიწყარია.“


1

13 მაი 2025 23:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 151

წარმატებებს გისურვებ კარლიტო მსოფლიოზე შენ გბალეშიკობ..


2

14 მაი 2025 00:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 226

ყველაზე მაგარი მწვრთნელი რეალის ისტორიაში


3

14 მაი 2025 02:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 185

ლეგენდა ხარ, კარლიტო. აბა, შენ იცი. მიახატე მეექვსე ვარსკვლავი იმათ და ოფიციალურად გაიფორმე GOAT მწვრთნელობა.


4

14 მაი 2025 07:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 105

დაისვენებს მსოფლიო, ყველა გადაკუზე კარლიტო ამ წლებში, გაამწარე სიტიც ჩელსი პსჟ ლივერი ბავარიაა , ამ გუშინ გაბლატავებულ ბარსასაც 5თამაში ზედიზედ უგებდი და ფინალიც დაადუღე თასის, ნუ ამ სეზონში ჩაგვივარდა სეზონი და კი ისარგებლეს ამით 4 თამაში მოიგეს მარა განხვავებას ვერ ხვდებიან, ჩვენ ყველა გრანდი გადავღუნეთ და 2ლიგა და 2 ლალიგა დავდეთ ამ ბოლო კარლოს პერიოდში და იმათ ერთი კოპა და ლალიგა შერჩათ ჯერჯერობით და ჭკუაზე არ არიან. ამ განსხვავებაშიც კი ჩანს რეალი და ბარსა როგორ განსსხვავდებიან როგოეც გრანდები. ერთი წყნარად ლიგის მოგებას აღნიშნავს და მეორე ბაქაბუქით ურთიეთშეხვედრებს :დ დაბრუნდება კარმა და შემდეგი 5 თამაში შეილება ჩვენ მოვიგოთ მარა აი ეს ამდენი უტრაკო ბლატაობა თუ არ გაუტყდებათ ეგაა საკითხავი :დდ


5

14 მაი 2025 09:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 176

წარმატებები პაპა. მადლობა ყველაფრისთვის


6

14 მაი 2025 10:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 116

ყოველთვის მადლიერი ვიქნები შენი ღვაწლით,ჯიგარი ხარ აი ქართუკკად ეო ვთქვათ ჯიგარო ხარ კარლო,ყოველთვის ნომერ პირველი იქნები ჩემთვის ,სიდასტოინე ,სიმშვიდე , ხასიათი, სტილი .რას ვიზამთ ნახევარი გუნდობარ გყაბდა მთელი სეზონი და მაგ ქათმებმა ისარგებლეს ,არა უშავს რქც შეენ გაქკეთე ფეხბურთისთვის მაგას მე კი არა ლეგენდები აღნიშნავენ , ვამოს ვამოსს ,ჰალა მადროდ, ჰალა კარლოო ,ჰალა მადროდ


7

14 მაი 2025 10:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 105
14 მაი 2025 10:24, R9naldo says:

ყოველთვის მადლიერი ვიქნები შენი ღვაწლით,ჯიგარი ხარ აი ქართუკკად ეო ვთქვათ ჯიგარო ხარ კარლო,ყოველთვის ნომერ პირველი იქნები ჩემთვის ,სიდასტოინე ,სიმშვიდე , ხასიათი, სტილი .რას ვიზამთ ნახევარი გუნდობარ გყაბდა მთელი სეზონი და მაგ ქათმებმა ისარგებლეს ,არა უშავს რქც შეენ გაქკეთე ფეხბურთისთვის მაგას მე კი არა ლეგენდები აღნიშნავენ , ვამოს ვამოსს ,ჰალა მადროდ, ჰალა კარლოო ,ჰალა მადროდ

მართლა რო ჯიგარია, რა სასტავით მოიგო ტიპმა ლიგები, ვასკესებით კამავინგებით როდრიგო და ვინისიუსიც არ არიან რონალდო და ბეილი ფაქტია და 2 ლიგა მოგვიტანა, რა წუთები რა ქამბექები რა ცვლილებები . უბრალოდ პერფექტო ტრენერი. ისე ფლიკს მარცხენა მცველი დაემტვრა და აიკლო ფლანგი ინტერმა და კი გამოაგდო, საინტერესოა ჩვენსავით რო ყოფილიყო და ფლანგზე დაცვაში იამალი დაეყენებინა ცენტრში პედრი დაცვის როგორ მოიგებდა ლალიგას :დ ჩუამენი და ვასკესი და ვალვერდეც ხანდახან გვეყენა დაცვაში და რა შედეგზეა საუბარი მართლა სასაცილოა


8

14 მაი 2025 11:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 289
14 მაი 2025 10:53, PAQSO says:
ისე ფლიკს მარცხენა მცველი დაემტვრა და აიკლო ფლანგი ინტერმა და კი გამოაგდო

ძაან კაი თამაში დადო მარტინმა(თუ არ ვცდები მაგან ჩაანაცვლა) 2 კარგი ასისტიც დადო და გაატანინა სხვას,არავინ იცის ბალდე რო ყოფილიყო თავადაც შექმნიდა თუ არა 2 გოლს.


9

16 მაი 2025 07:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 513

ჯარგი იყავი კარლო ადრე,მაგრამ წასვლის დროც უნდა იცოდე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2025 (163)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)