ნიკო ფასის დაბრუნება - მოლაპარაკებები იწყება!
მადრიდის „რეალი“ „კომოსთან“ მოლაპარაკებებს იწყებს. ფლორენტინო პერესს არგენტინელი ფეხბურთელის დაბრუნება თავისუფლად შეუძლია.
როგორც ჩანს, ჩაბი ალონსოს ნიკო მოსწონს და მასთან თანამშრომლობას განიხილავს.
იმ შემთხვევაში, თუ კლუბს დანი სებალიოსი და ლუკა მოდრიჩი დატოვებენ, ნახევარდაცვის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად დადგება დღის წესრიგში.
ნიკომ სერია „ა“-ში ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა აქვს.
არგენტინელი ნახევარმცველის მარგი ქმედების კოეფიციენტი ყოველთვის მაღალია, ის გამოირჩევა საგოლე გადაცემებით, გოლების რაოდენობით და რაც ყველაზე მთავარია - საოცარი ხედვით, რომელსაც ყველა თამაშში გვიჩვენებს.
არსებული ცნობით, ჩაბის მადრიდში ჩასვლის შემდეგ ნიკოსთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართება, ამ ეტაპზე კი პერესი და იტალიური მხარე დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით საუბრობს.
- გუშინ, 10:45
- 1 674
- 19
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.