მენდი თუ გარსია? ჩაბის ორივეს გაშვება სურს
ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაბი ალონსოს დაცვის მარცხენა ფლანგზე არა ერთი, არამედ ორი ფეხბურთელის დამატება სურს.
ალონსო მიიჩნევს, რომ არც ფრან გარსია და არც ფერლანი გუნდს არ სჭირდება. მენდის გამოცდილებას ესპანეთის დედაქალაქში პატივს სცემენ, მაგრამ მისი მუდმივი ტრავმიანობა ხშირად ქმნის პრობლემებს.
ჩაბის აზრით, ორივე ფეხბურთელის გაშვება იდეალური გამოსავალი იქნება, ამისთვის კი პერესმა ორი მარცხენა მცველი უნდა დაიმატოს.
ასევე ისმის ხმები მიგელ გუტიერესის შესახებ, რომლის დამატება „მერენგებს“ 8 მილიონად შეუძლია.
ჩაბია ფავორიტი გრიმალდოა, ასევე სახელდება მილოშ კერკეზის, ალვარო კარერასის და ტეო ერნანდესის გვარები, თუმცა ყველა ჩამოთვლილი სასტარტო მოთამაშედ განიხილება, მიგელი კი ამ შემთხვევაში შემცვლელის როლს მოირგებს.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
- 13 მაი 2025
- 1 253
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.