რაული ნაწყენია - ელ კაპიტანო „რეალს“ დაემშვიდობება!
რაულ გონსალეს ბლანკოს ძალიან სურდა, რომ შანსი მიეღო და მთავარი გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაეყვანა, თუმცა ამაოდ.
ფლორენტინო პერესი გეგმა „ბ“-დ სანტიაგო სოლარის განიხილავდა, თუმცა საბოლოო ჯამში მიზანს მიაღწია და ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლექტივს ჩაბი ალონსო უხელმძღვანელებს.
რაული ხვდება, რომ პერესის მმართველობის პირობებში მას „ბლანკოსის“ გაწვრთნის შანსი არ ექნება და მისი მაქსიმუმი კასტილიაა.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ამ ზაფხულს ლეგენდარული ელ კაპიტანო სხვა კლუბების წინადადებებს მოისმენს და ახალ ასპარეზზე გავა.
- 13 მაი 2025
- 3 562
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.