დინ ჰოისენის მამა „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდა!
მადრიდის „რეალი“ მოვლენებს აჩქარებს და დინ ჰოისენის დამატება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი.
ახალგაზრდა ესპანელი მცველი არაერთი გრანდის რადარზეა, პერესს კი სურს, რომ ყველას დაასწროს და დინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც წაიყვანოს.
არსებული ინფორმაციით, ჰოისენის ტრანსფერზე ხუნი კალაფატი მუშაობს, რომელიც უკვე შეხვდა უკანახაზელის მამას და 6 წლიანი კონტრაქტის დეტალები გააცნო.
ჰოისენის ბერნაბეუზე ჩასვლას მიესალმება ჩაბი ალონსოც, რომელიც მიიჩნევს, რომ გუნდს დაცვის ცენტრის გაძლიერება ძალიან სჭირდება.
- 13 მაი 2025
- 796
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.