8 ივნისამდე „რეალში“ 3 ახალი ფეხბურთელი ითამაშებს!
ესპანური გამოცემები მტკიცედ იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალის“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სამ ახალ ფეხბურთელთან ერთად წავა.
ჩაბი ალონსომ ფლორენტინო პერესს აუხსნა, რომ ამხელა ტრავმიანობის პირობებში, ახალი სახეების დამატება აუცილებელია და სხვა შემთხვევაში, გუნდს მსოფლიო მუნდიალზე მიზერული შანსი ექნება.
ტრენტ ალექსანდერ არნოლდი რომ მადრიდელია ყველას მოეხსენება, თუმცა გარდა ინგლისელისა, „რეალი“ კიდევ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.
8 ივნისამდე ფლორენტინო პერესი სერიოზულ აქტიურობას გეგმავს და აპირებს, რომ გააძლიეროს, როგორც დაცვის ცენტრი, ასევე მარცხენა ფლანგი.
მარცხნივ „მერენგების“ რიგებში ყველაზე მეტად კარერასის კანდიდატურას განიხილავენ. რადარზე ასევე არიან მილოშ კერკეზი და ტეო ერნანდესი.
- 13 მაი 2025
- 1 942
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.