დე ბრუინმა საკუთარი კანდიდატურა „რეალს“ შესთავაზა
კევინ დე ბრუინი სეზონის ბოლოს „სიტის“ ემშვიდობება. მაღალი ალბათობით ბელგიელი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს, მაგრამ ესპანური გამოცემები სხვა ინფორმაციებსაც ავრცელებენ.
არსებული ცნობით, კევინმა საკუთარი კანდიდატურის განხილვა მადრიდის „რეალს“ შესთავაზა. გამოცდილი ნახევარმცველი მზად არის, „რეალს“ უფასოდ შეუერთდეს და 1+1 ფორმატის კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
იმ ფონზე, რომ „ბლანკოსი“ კევინის ასაკის ფეხბურთელების დამატებისგან ყოველთვის თავს იკავებს, შეთანხმება რთულად წარმოსადგენია, თუმცა ისიც ფაქტია, რომ 33 წლის ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე ასპარეზობა კიდევ შეუძლია.
„„რეალში“ ლუკა მოდრიჩი არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ასაკი ხშირად მხოლოდ რიცხვებია და სხვა არაფერი.
- 13 მაი 2025
- 1 558
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.