ალვარო კარერასის ტრანსფერზე მუშაობა ბოლო ეტაპზე გადადის
მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესი აქტივობებს აჩქარებს და მარცხენა მცველის დამატებაზე სერიოზულად ზრუნავს.
როგორც მოგეხსენებათ, მილოშ კერკეზი, ტეო ერნანდესი, გრიმალდო და ალვარო კარერასი „ბლანკოსის“ რადარზე არიან.
რამდენიმე დღის წინ, „ბლანკოსის“ სკაუტები პორტუგალიაში იყვნენ და ფეხბურთელის გარემოცვას შეხვდნენ.
კარერასმა უკვე იცის, რომ კლუბი, რომელშიც თამაშზეც მთელი ბავშვობა ოცნებობდა, ახლა მართლაც ინტერესდება მისით.
გამომდინარე მაღალი ფასიდან, მოლაპარაკებები დიდ სირთულეებს უკავშირდება, მაგრამ ფაქტია, რომ პერესი უკან არ იხევს და განაპირა მცველისთვის 6 წლიანი კონტრაქტი აქვს მზად.
ამ ეტაპისთვის „რეალი“ ყველაზე ახლოს სწორედ ალვაროს დამატებასთან არის.
- 12 მაი 2025
- 1 410
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.