კარლო ლეგენდარული მადრიდელის ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში არამხოლოდ ედერ მილიტაოს, ვინისიუს ჟუნიორს, როდრიგოს და ენდრიკ ფელიპეს, არამედ კიდევ ერთ ღვაწლმოსილ მადრიდისტას გაწვრთნის.
კარლო აპირებს, რომ კაზემირო ნაკრებში დააბრუნოს. არსებული ინფორმაციით, დღეს იტალიელი სპეციალისტი კარლოს ენრიკეს პირადად დაუკავშირდა და ნაკრებში დაბრუნება თხოვა.
ანჩელოტის აზრით, კაზემიროს რესურსის მქონე ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში აუცილებლად უნდა ითამაშოს.
მანჩესტერ „იუნაიტედის“ ფეხბურთელი კარლოს ფორმაციის „სელესაოში“ გარანტირებულად იქნება სასტარტო შემადგენლობის წევრი და ნახევარდაცვის მნიშვნელოვანი ფიგურა.
არსებული ცნობით, კაზემირო ნაკრებში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს.
- 12 მაი 2025
- 2 014
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.